დეოლიგარქიზაცია

დავითულიანი დებიძინიზაციაზე: ევროპარლამენტარები პიროვნებებთან ბრძოლას ვერ მოიგებენ

რაც შეეხება დებიძინიზაციას, ევროპარლამენტარების მხრიდან ნათქვამს, ეს ნიშნავს მათ პიროვნულ პოლიტიკურ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ამ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ ხელისუფლებას ფლობდეს არა ის ძალა, რომელიც ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით ფლობს, არამედ მათი მეგობრები. ვნახოთ, როგორც წარიმართება მოვლენები, მე არ მგონია, რომ მათ ეს გამოუვიდეთ და მე მგონია, რომ ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი და პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ. 

ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი. გუშინ, 13 ივლისს ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია "ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას".

კომენტარები