ლაგოდეხი

GMC: ლაგოდეხში კონცერტისთვის იმედის ბენდთან გამარტივებული შესყიდვა უტენდეროდ გაფორმდა

ფლანგვის დეტექტორის (GMC) ინფორმაციით, ბოლო ზარის კონცერტისთვის ლაგოდეხის მერიამ ტენდერის გვერდის ავლით გამარტივებული შესყიდვა ექსკლუზიურად ტელეკომპანია იმედის ღამის შოუს ბენდთან გააფორმა. 

ბენდი იმედის თანამშრომლებისგან შედგება და ისინი ქართული ოცნების პარტიულ შეკრებებსა და კონცერტებზე ხშირად უკრავენ. 

"2022 წლის მონაცემებით, ლაგოდეხში ყოველი მეოთხე, ე.ი 11 047 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და საარსებო შემწეობას იღებს.

მსგავსი შესყიდვა წინა თვეში ზუგდიდის მერიამაც განახორციელა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლო ზარის კონცერტისთვის 31 800 ლარი დაიხარჯა.

წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნარებში ქართველი მოსწავლეები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 79 ქვეყანას შორის 70-ე ადგილზე არიან". - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები