მამაჩემი არის პოლიტპატიმარი. ეს არის პოლიტიკური დევნა. რამდენიმე წლის წინ, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიერ არჩეული მთავრობა და სისტემა, ამას გაუკეთებდა ჩემს ოჯახს. მე ნამდვილად ვიბრძოდი 2012 წელს ჩემს ოჯახთან ერთად, რომ ეს მთავრობა მოსულიყო ქვეყნის სათავეში... როგორც ჩანს, ესენი უარესებს აკეთებენ - ნაციონალურ მოძრაობას არ მოუყენებია იმდენი ზიანი მგონი, რაც ჩემს ოჯახს ამ მთავრობამ მოუტანა.
სოსო გოგაშვილის დაკავება
გოგაშვილის შვილი: ენმ-ს არ მოუყენებია იმდენი ზიანი, რაც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა
tbl.ge/62vx
დაკოპირდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი TV პირველთან საუბარში. 15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა".
ამავე თემაზე
- პროკურატურა: გოგაშვილის სახლიდან ამოღებულია გრიფით საიდუმლო დოკუმენტები
- სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
- გოგაშვილის ადვოკატი: ლოყა აქვს შეშუპებული, კიდურებზე და ფეხებზე დაზიანებები აღენიშნება
- გოგაშვილის შვილი: როგორც სისხლში აქვთ გამჯდარი საქმის შეკერვები, ისე შეუკერეს მამაჩემსაც
- გოგაშვილის ცოლი: 2018 წლიდან ტერორში ვართ, საქართველოში სიმართლის დამტკიცების იმედი არ მაქვს