ქართული ოცნება

ოცნების დეპუტატი: ჩააყენეთ თავი ირაკლის ადგილას, ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას

ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს.

სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები.

ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა გივი მიქანაძემ ის შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რომლითაც ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტს მიმართა.

კომენტარები