აფგან მუხთარლის გატაცება

ღუდუშაური: რა ფიგურაა ასეთი ბატონი მუხთარლი, რომ ამდაგვარ სტატუსს ანიჭებს თავს

ჯერ ის მითხარით, რა ფიგურაა ასეთი ბატონი მუხთარლი, რომ თავი ისე წარმოუდგენია, რომ ამდაგვარ სტატუსს ანიჭებს თავს - ეს ერთი. მეორე, რომ სოსო გოგაშვილის ძალიან ბინძურ, ადამიანობისგან, მორალისგან, მათ შორის სინდისისგან დაცლილ ამდაგვარ სპეკულაციებს ჩვენს საზოგადოებაში არათუ ნულის ფასი, არამედ კიდევ უფრო მეტად აჩვენებს ამორალურობის სახეს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მორიგი წერილის შესახებ, რომელშიც საუბარია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა.

კომენტარები