შაკირა

შაკირას რვაწლიანი პატიმრობა ემუქრება

Inspired Traveler

კოლუმბიელ მომღერალს ესპანეთის პროკურატურა გადასახადების დამალვას ედავება. ბრალდების მხარე ცნობილი პოპ შემსრულებლისთვის რვაწლიან პატიმრობას და 24 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.

მომღერალი 2012 წლიდან ბარსელონაში ცხოვრობს. 2012-2014 წლებში შაკირამ 14.5 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადი დაუმალა. 

მუსიკოსის განმარტებით ამ პერიოდში ის ძირითად დროს ესპანეთის საზღვრებს გარეთ ატარებდა.  ესპანეთის კანონმდებლობით ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში მინიმუმ 6 თვეს ატარებენ გადასახადების გადამხდელები ხდებიან. შაკირა გადამხდელად 2015 წელს დარეგისტრირდა.

მომღერალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სახელმწიფოს დავალიანება უკვე გადაიხადა.

2019 წელს იგივე ბრალდებით გასამართლდა შაკირას პარტნიორი, ფეხბურთელი ჟერარ პიკე. სპორტსმენს 2.1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია. 

კომენტარები