ერთ რამეს შეგახსენებთ, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდებოდა საქართველოს ხელისუფლების დე ფაქტო და დე იურე კონტროლი 2008 წლამდე. სამწუხაროდ, ეს რაიონი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ჩააბარა, რამაც უკიდურესად დაამძიმა არა მარტო ქვეყნის მდგომარეობა ამ კუთხით, არამედ იმ მოსახლეობის მდგომარეობაც, რომელიც ამ რაიონში ცხოვრობს. დიახ, სააკაშვილმა ჩააბარა და იმის მერე ვერ ვიბრუნებთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ სააკაშვილის გაფუჭებულს ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის ჩაბარებული ტერიტორიები 10 წელიწადში უნდა დაგვებრუნებინა? ეს იყო მოლოდინი?
tbl.ge/63g4
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ახალგორში 71 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობის გამო გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმმა მძიმე ავადმყოფი ახალგორიდან სამკურნალოდ არ გამოუშვა.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ