რუსი ტურისტები საქართველოში

პაპუაშვილი რუს ტურისტებზე: სირცხვილია, როდესაც ადამიანებს ეთნიკური ნიშნით გამოარჩევ

რაც შეეხება თანამედროვე სამყაროში კიბერშეტევას, სწორედ ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომ ამას არ სჭირდება ფიზიკურად რომელიმე ლოკაციაზე ყოფნა. ეს დისტანციურადაც შესაძლებელია. რაც შეეხება მიზნებსა და განზრახვებს. იცით, რომ დღესდღეობით რუსეთის დაახლოებით 100 000 მოქალაქეა საქართველოში მოკლევადიანად. აქედან ნაწილი ქართველები არიან, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ყველაფერი, რაც ამ პროპაგანდისტული ხერხებიდან გამომდინარეობს, რასაც ახლა ვხედავთ, არის ისტერიის აწევა და ქსენოფობიის გამოწვევა. მარტში ზუსტად იგივე ტალღა იყო, რომ აქ თითქოს დივერსანტები შემოდიოდნენ და უნდა ჩასაფრებულიყვნენ. გახსოვთ კედლებზე რაღაც ნახატები და მთელი ისტერია. არ შეიძლება, საზოგადოებას დეზინფორმაცია პირდაპირ შევთავაზოთ. ეს ჩვეულებრივი ქსენოფობიური ხასიათის პროპაგანდაა. გახსოვთ მარტში რა მოხდა, რომ ერთ-ერთ რუს ადამიანს, რომელიც წლებია, საქართველოში ცხოვრობდა, გარეგნობის გამო შუა ჭავჭავაძეზე ქვა ესროლეს. ახლაც რამდენიმე ცნობა იყო, რომ ვიღაცები გარეგნობის მიხედვით ადამიანების მიმართ აგრესიას იჩენენ. ეს არის უპასუხისმგებლო, პოპულისტური ქსენოფობია [...] პანდემიამდე რამდენი რუსი ტურისტიც შემოდიოდა, ზუსტად იმდენი შემოდის ახლაც, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამ ქსენოფობიური კამპანიის ერთადერთი მიზანია, რომ მღელვარება გამოიწვიონ. საერთო ჯამში, ეს არის ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ ორგანიზებული, მათ შორის სხვადასხვა ადამიანის წინააღმდეგ აგრესია. საერთო ჯამში, ეს სირცხვილია. ადამიანებს რომ გამოარჩევ ეთნიკური ნიშნით ან შეხედულებების მიხედვით, სირცხვილია. სირცხვილია, როდესაც მისი წარმომავლობის გამო, ადამიანის მიმართ აგრესიას იჩენ. ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო არის ქსენოფობია.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები