ნიკა მელიას მოვუწოდებ, თავისი პარტიის ისტორია და ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, ფრონტის ხაზზე მიტოვებული ქართველი ჯარისკაცები და მიტოვებული საქართველო გაიხსენონ. ასევე, რუსეთისთვის უპირობოდ გადაცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი. თავისი პარტიის ისტორიას ჩახედოს და ნაცმოძრაობის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს, ეს არის ნიკა მელიას ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. ნაციონალურ მოძრაობას, რომ იტყვიან ენას ძვალი არ აქვს და შუბლზე ძარღვი არ აქვს. რასაც თვითონ აკეთებენ, სხვას იმას აბრალებენ. რა სერიოზული კომენტარი შეიძლება მის ამ რაღაცა გულზე მჯიღის რტყმას გაუკეთოს ადამიანმა, პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა ნაციონალური მოძრაობა.
tbl.ge/63pm
დაკოპირდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, უსამშობლო ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს. აგრეთვე, მელიამ მმართველ გუნდს რუსული ოცნების ხელისუფლება უწოდა.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ