მეტრო

მერია: 13-14 აგვისტოს მეტროსადგურ დიდუბიდან სადგურის მოედნამდე მგზავრთა მომსახურება ჩერდება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად იმოძრავებენ - მეტროსადგურ დიდუბიდან სადგურის მოედნამდე მგზავრთა მომსახურება შეჩერდება. მერიის განმარტებით, მიზეზი მეტროსადგურ გოცირიძის მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოების დაწყებაა. 

განცხადების მიხედვით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან დიდუბემდე და სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. 

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები