სახალხო დამცველი

R2: მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება

სამთავრობო მედიის, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება.

"ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება". – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატურის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

სოფიო ხორგუანი 2007-2009 წლებში, სოზარ სუბარის პოსტზე ყოფნის დროს სახალხო დამცველის მოადგილე იყო.

კომენტარები