ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.34 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.39 თეთრით. 1 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9036 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9074 ლარი. 

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.95 ლარია, ერთი ევროსი - 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.915 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.917 ლარად.

2022 წლის 31 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი.

რამდენიმეთვიანი გამყარების შემდეგ, ბოლო დღეებში ლარი დოლართან და ევროსთან 20-20 თეთრით გაუფასურდა.  

კომენტარები