საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ირანში ორ LGBT აქტივისტს სიკვდილი მიუსაჯეს.
ურმიის სასამართლომ 31 წლის საჰრა სედიქ ჰამედანი და 24 წლის ელჰამ ჩუბდარი "დედამიწაზე კორუფციის გავრცელებაში" დამნაშავედ ცნო.
ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Hengaw-ის ინფორმაციით, მათ ბრალი ჰომოსექსუალიზმის ხელშეწყობაში, ქრისტიანობის პოპულარიზაციასა და ანტიისლამურ მედიასთან კომუნიკაციაში ედებათ.
Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, ქრისტიანობის პოპულარიზაციის ბრალდებაში ირანის სასამართლო ჯვრის ტარებასა და რამდენიმე წლის წინ ეკლესიაში ლოცვაზე დასწრებას გულისხმობს.
გერმანიაში დაფუძნებულმა ირანულმა ლესბოსელთა და ტრანსგენდერ ქალთა ქსელმა, 6-Rang-მა კიდევ ორი აქტივისტის სასიკვდილო განაჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდა.