ვინც ეს სია გამოაქვეყნა, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო იყო, რომელსაც ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია. ანუ, აქ რასთან გვაქვს საქმე, ყველა ძალიან კარგად ხედავს. უკრაინას დღეს ორი ძირითადი პრობლემა აქვს. პირველი არის, რა თქმა უნდა, ომი და მეორე არის კორუფცია, რაშიც ეს ქვეყანა იხრჩობა, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები რაღაც აბსურდითა და არახამიას სურვილების განხორციელებით არიან დაკავებული, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. ამ ადამიანების მხრიდან როგორი სიაც არ უნდა დაიდოს, როგორც საკუთარ ქვეყანაში კორუფცია ვერ აღმოფხვრეს, ასევე წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ აბსურდული ინიციატივები გაიტანონ [...] ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ და თორნიკე შენგელიაც, მე არ ვიცი. მაგრამ, აბსურდულია თავიდან ბოლომდე, ვხუმრობ, როგორც ხედავთ.
უკრაინა-საქართველო
კობახიძე სანქციებზე: ისეთი აბსურდული სიაა, რომ შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ
tbl.ge/64gn
დაკოპირდა
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილმა პროექტმა ბიძინა ივანიშვილი და 11 საქართველოს მოქალაქე სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძესანქციები ბიძინა ივანიშვილსუკრაინა-საქართველოსაქართველო-უკრაინახვიჩა კვარაცხელიათორნიკე შენგელია
ამავე თემაზე
- კობახიძე: არახამიას განცხადება ადასტურებს, რომ რაღაც არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს
- უკრაინის 7 მოქალაქე საქართველოში 14-დღიანი ლოდინის შემდეგ შემოუშვეს
- Meduza: უკრაინიდან რუსეთში გატაცებულ 7 ყოფილ პატიმარს საქართველოში არ უშვებენ
- უკრაინა არ ჩარეულა, არ ერევა და არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში – ნიკოლენკო
- პოდოლიაკი: ოცნების პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი