რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: უკრაინა მოითხოვს დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას

Boris Roessler/dpa/picture alliance/Getty Images

ურკაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა არ ეთანხმება დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს რუსეთთან "მშვიდობიანი" მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და მოითხოვს დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას. 

" ჩვენ (ომის დროს) ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ არ ვენდოთ მშვიდობის შესახებ რაიმე საუბარს, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ" - თქვა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, კიევი აღარ დათანხმდება იმას, რაც თავად შესთავაზა რუსებს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.

"საიდუმლოს გამოვამჟღავნებ... ჩვენ ვუთხარით რუსებს: იმისათვის, რომ გააგრძელოთ მოლაპარაკება, თქვენ უნდა გაიყვანოთ ჯარები საზღვრებში, რომელიც 2022 წლის 23 თებერვლამდე გვქონდა. მაშინ ეს იყო პირობა.  ასეთი ვარიანტი დიდი ხანია არ არის შესაძლებელი". - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.


უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთაანვე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები