ილონ მასკი

მასკის ყოფილი შეყვარებული აუქციონზე ბიზნესმენთან ურთიერთობიდან სამახსოვრო ნივთებს ყიდის

1995 წელს ჯენიფერ გვინთან მასკის ფოტო ერთ-ერთია, რომელსაც მილიარდერის შეყვარებული აუქციონზე ყიდის

ილონ მასკის ყოფილი შეყვარებული აუქციონზე ფოტოებსა და მილიარდერთან ურთიერთობიდან სამახსოვრო ნივთებს ყიდის.

მასკის ყოფილი შეყვარებული უნივერსიტეტიდან, ჯენიფერ გვინი, RR აუქციონის მეშვეობით ყიდის. RR აუქციონის მიხედვით, გვინმა და მასკმა ურთიერთობა 1994 წელს დაიწყეს, როდესაც ისინი მაცხოვრებლების მრჩევლად უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მუშაობდნენ. პენსილვანიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მალევე, მასკმა დაიწყო სტენფორდის სადოქტორო პროგრამა, მაგრამ მიატოვა პირველი სტარტაპი Zip2.

ამჟამინდელი ყველაზე მაღალი ფასის მქონე ნივთი არის ხელმოწერილი დაბადების დღის ბარათი, რომელიც მოჰყვება დაბადების დღეზე ნაჩუქარ ყელსაბამს. ასევე, მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ სტუდენტობისას გადაღებული 18 ფოტო.

"გილოცავ დაბადების დღეს, ჯენიფერ (ანუ ბუ-ბუ), სიყვარულით, ილონი", - ნათქვამია წერილში, რომელიც 11 სექტემბრის მონაცემებით, $7 000-ად არის შეფასებული. RR-ის თანახმად, ბარათი სავარაუდოდ $10,000-ზე მეტად გაიყიდება. 

ოქროს ყელსაბამს აქვს ზურმუხტი, რომელიც ზამბიის იმ მაღაროდან არის, რომელსაც მასკის მამა - ინჟინერი და დეველოპერი, ეროლი ფლობს. 

"1994 წელს საშობაო არდადეგებისას ილონის დედასთან წავედით ტორონტოში, ილონმა მომცა პატარა წერილი, რომელზეც ეწერა -"სიყვარული, სიყვარული, სიყვარული" და ყელსაბამი. ილონის დედას ჰქონდა რამდენიმე ყელსაბამი თავის საძინებელში, და ილონმა მითხრა, რომ ისინი მამის ზურმუხტის მაღაროდან იყო, სამხრეთ აფრიკიდან. მან ერთ-ერთის ჩემთვის ჩუქება გადაწყვიტა. და რადგან მე მისთვის არაფერი მქონდა საშობაო საჩუქრად და ამას ძალიან განვიცდიდი. მან მითხრა, რომ ყელსაბამს დაბადების დღეზე ადრეულ საჩუქარად მივიჩნევდით", -  აღნიშნა გვინმა RR-ის განცხადებაში.  

კომენტარები