ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

კალაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე: ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება

ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელია და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან ოკუპაციის კანონიც დაარღვია, რასაც, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან, შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, ელჩი უკვე დაბარებულია.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

კომენტარები