ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად, 2023 წელს იქნება 24,3 მილიარდი ლარი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. ძირითადი პრიორიტეტებია - თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით ჯამურად, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით. ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რომ იანვარში 10 პროცენტით გავზარდეთ ხელფასები ყველა საჯარო მოხელისთვის, 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდება იანვრიდან.
ქართული ოცნება
პრემიერი: სუს-ის თანამშრომლების, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით გაიზრდება
tbl.ge/659r
დაკოპირდა
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ