რუსები საქართველოში

მდინარაძე: რუსეთიდან გაქცეულებს დეზერტირებს მარტო პუტინი და ქართული ოპოზიცია ეძახის

დღეს ცივილიზებულ სამყაროსა და მსოფლიოში რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს, რომლებსაც უკრაინაში ბავშვებისა და ქალების დახოცვა არ უნდათ, დეზერტირებს უწოდებს მხოლოდ პუტინი და მისი ხელისუფლება და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც ამ ხალხს საზღვართან პლაკატებით დახვდნენ. ეს არის მათი პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერი. აშშ-მაც ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ მობილიზაციას გამოქცეულ ადამიანებს შეიფარებდა.

თქვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოში შემოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

კომენტარები