ნობელის პრემია

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ანი ერნოს გადაეცა

Irish Times

2022 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ფრანგ მწერალს, ანი ერნოს გადაეცა.

შვედეთის სამცენიერო აკადემიამ ასევე მწერალს 807 000 ევროს ოდენობის ფულადი პრემია მისცა. 

"ანი ერნოს გადაეცემა ნობელის პრემია სიმამაცისა და სიმწვავისთვის, რომლითაც მწერალი პირადი და კოლექტიურ პრობლემების შესახებ წერს". – წერია აკადემიის განცხადებაში.

ანი ერნო ფრანგი მწერალი და ლიტერატურის პროფესორია. მისი ლიტერატურული ნამუშევრები ძირითადად საკუთარ გამოცდილებას და ბიოგრაფიას ეფუძნება. ავტორია რომანებისა Les Armoires vides, La Femme gelee, La Place, Passion Simple, La Honte. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები, მატ შორის რენოს სახელობის პრიზი და ჰემინგუეის სახელობის ჯილდო.

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. სხვადასხვა დროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გახდნენ პაბლო ნერუდა, გაბრიელ გარსია მარკესი, იოსიფ ბროდსკი, ერნესტ ჰემინგუეი და სხვები.

2021 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში აბდულრაზაკ გურნას გადაეცა.

კომენტარები