რუსეთი-თურქეთი

პუტინმა ერდოღანს თურქეთის გავლით მეტი რუსული გაზის გადაზიდვის გეგმას შესთავაზა

Sputnik/Alexander Demyanchuk/Pool via REUTERS

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის გავლით მეტი რუსული გაზის გადაზიდვის გეგმა შესთავაზა.

პუტინის ინფორმაციით, მოსკოვს თურქეთის გავლით მეტი გაზის ექსპორტი შეეძლო, რაც მიწოდების ახალ კერას შექმნიდა.

ყაზახეთში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თურქეთმა ევროკავშირს გაზის მიწოდების ყველაზე საიმედო მარშრუტი შესთავაზა. 

"პლატფორმა არა მხოლოდ მიწოდებისთვის, არამედ ფასის განსაზღვრისთვისაც, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია". - თქვა პუტინმა.

რუსეთი ცდილობს მიწოდების გადამისამართებას ბალტიისპირეთის გაზსადენებიდან Nord Stream-დან, რომელიც დაზიანდა გასულ თვეში აფეთქებების შედეგად, რომლებიც ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს ორმხრივი ურთერთკავშირის გაუმჯობესებაზე ესაუბრა. უწყების განცხადებით, ანკარა კვლავ მზადაა, შეასრულოს თავისი წვლილი უკრაინაში ომის მშვიდობიანად მოგვარებაში.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე უახლესი მოვლენები. 

NATO-ს წევრ თურქეთს მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან და ცდილობს ომის დროს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაბალანსებას: უარყოფს დასავლეთის სანქციებს მოსკოვზე, აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას და ამარაგებს კიევს შეიარაღებული თვითმფრინავებით.

გაეროსთან ერთად თურქეთი შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ ივლისის შეთანხმებას ხელმძღვანელობდა.

რუსეთი და თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ენერგომომარაგების საკითხებში, თუმცა უთანხმოება აქვთ სირიის, ლიბიისა და აზერბაიჯანის მიმართებით.

კომენტარები