რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკრაინელ ხალხს ვჭირდებით" – შტაინმაიერი კიევში ჩავიდა

შტაინმაიერი
Michael Kappeler / dpa

გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

"ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენ გვერდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით“, – თქვა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას.

მან ასევე გერმანელებს მიმართა, არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ეს ომი უკრაინის მოსახლეობისთვის.

"უკრაინელ ხალხს ვჭირდებით" - თქვა მან.

გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩასვლას გასულ ოთხშაბათს გეგმავდა, თუმცა ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადაიდო.

კომენტარები