ეს ის პოლიტიკოსები არიან ოპოზიციიდან, რომლებიც ევროპაში ჩადიან და იქ ამბობენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ნუ მისცემთო, ხოლო საქართველოში როდესაც ბრუნდებიან, იძახიან, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებსო. ჯამში, ერთიც და მეორეც არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ალბათ, რთული გამოსაცნობი არ არის, თუ რის საფუძველზე აკეთებენ ამ განცხადებებს. პირდაპირ გეტყვით, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რუსული საქმეა, როდესაც შენ საერთაშორისო მედიით გამოდიხარ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. აგრეთვე, რუსული საქმეა, როცა შენ თავის დროზე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდი. რუსული საქმეა, როდესაც საზოგადოება ოპოზიციაში აგირჩევს და პარლამენტში არ შედიხარ. რუსული საქმეა, როდესაც ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობ.
tbl.ge/663e
დაკოპირდა
თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. სტრატეგია აღმაშენებლისა და გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერებმა, გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) წევრებთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში შეხვედრები გამართეს. ვაშაძისა და ჯაფარიძის თქმით, ვიზიტის შემდეგ, ისინი ფიქრობენ, რომ მაღალი ალბათობით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს.
ამავე თემაზე
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ
- კობახიძე ორბანს: თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე
- კობახიძე: ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას შემაშფოთებელი შედეგები აქვს ევროპასა და აშშ-ში