საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც კანონებით იმართება და დანაშაულზე პასუხისმგებლობის აცილების ინდულგენცია ჟურნალისტობა ან დეპუტატობა არ და ვერ გახდება [...] ჩვენს გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედიას მხარს უჭერენ და ის ტირანიისგან თავისუფალია. თქვენ გახსოვთ, ამ კუთხით 2012 წლამდე რა ხდებოდა - ეს იყო ტელეკომპანია იმედის დარბევა, ჟურნალისტების დასახიჩრება, ზოგის მოკვლა. ეს წარსულს ჩაბარდა. ამჟამინდელი რეიტინგი რომ აიღოთ, საქართველო მედიათავისუფლების კუთხით დაწინაურებულია. მგონია, რომ ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა. თუ დანაშაულს ჩავიდენთ და ეს დაგვიმტკიცდება, ჩვენი სტატუსი არაფერ შუაშია, დეპუტატი ვიქნები თუ ჟურნალისტი იქნებით.
tbl.ge/66av
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
ამავე თემაზე
- გვარამიას საქმის მოსამართლე კელი დეგნანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
- გვარამიას საქმის მოსამართლე: ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა
- დეგნანი: აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალებას, ეს საქმე თავიდანვე პრობლემატური იყო
- გვარამია: მთავარ არხს აღარ ვუხელმძღვანელებ, თუმცა დავეხმარები კრიზისიდან გამოსვლაში
- გვარამია: ბოდიშს ვუხდი პრეზიდენტს ამ ვიდეოებისთვის – საძაგლობაა