დეოლიგარქიზაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა შეუძლებელია, ინდივიდუალურ სახელებსა და ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ გალაშქრებას გულისხმობდეს. აქ იგულისხმება ის, რომ კონკრეტული რეგულაციები დაწესდება, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ ადამიანებს ხელი შეეშლებათ, რომ მაგალითად, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა იქონიონ [...] შეიძლება, რეალური პრობლემები შეექმნას მათ შორის იმ მოღვაწეობას, რომელსაც დღეს საქართველოში ბატონი დავით კეზერაშვილი ახორციელებს. ეს ნათელია, რადგან, ფაქტია, რომ ის თვითონ არ უარყოფს იმ საქმიანობას, რომელიც დეოლიგარქიზაციის პრინციპებთან აბსოლუტურად არათავსებადია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს - მას ამ წუთას ნამდვილად არაფერი ისეთი საქმიანობა არ აქვს, რაც შეიძლება, ასეთი კატეგორიის შეზღუდვების ქვეშ მოექცეს. იმიტომ, რომ ივანიშვილი არც პოლიტიკაში ერევა და არც ისეთი საქმიანობა აქვს, რომელიც შეიძლება, რაიმე ფორმით აკრძალვის ქვემდებარე გახდეს.
tbl.ge/66b1
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე. პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა დაიწყო. დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი წინაპირობაა.
ამავე თემაზე
- პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
- პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნა
- ოხანაშვილი: გთავაზობთ, პირის ოლიგარქად ცნობა მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს
- პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნა
- ხოშტარია: კეზერაშვილის ოლიგარქობაზე საუბრით ოპოზიციამ სასარგებლო იდიოტის როლი შეასრულა