ნიკა გვარამიას საქმე

"როგორ არის თქვენი საყვარელი ფორმულა? პრეზიდენტი დუმს" – ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"დილა მშვიდობის. როგორ არის თქვენი საყვარელი ფორმულა? პრეზიდენტი დუმს". - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა შეიწყალოს მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია.

2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

კომენტარები