აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღს, 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა, რითაც მაღალჩინოსანმა უკრაინის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"ჩვენ ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას საკმარისი რესურსები ექნება და ჩვენ ამის გასაკეთებლად საჭირო ხმებს ორივე მხარისგან მივიღებთ". – თქვა სალივანმა.
დღეს, 4 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $400 მილიონს გამოყოფს. დახმარების ახალი პაკეტი T-72 ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მოიცავს.
პენტაგონის სპიკერის, საბრინა სინგის თქმით, აშშ ჩეხეთისგან 45 T-72 ტანკს შეიძენს, რომელსაც მოგვიანებით განაახლებენ. ასევე, აშშ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების Hawk-ის განახლების დაფინანსებასა და მიწოდებას გეგმავს.
ვინაიდან იარაღის შეძენა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივით ხდება, ისინი დაუყოვნებლივ კიევში გასაგზავნად მზად არ იქნება. USAI-ის დაფინანსებით უზრუნველყოფილი იარაღი კიევს გრძელვადიანი ინდუსტრიული კონტრაქტების მიხედვით მიეწოდება, ნაცვლად მისი აშშ-ს იარაღის მარაგებიდან გაგზავნისა.
24 თებერვლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $18.2 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა გადასცა.