საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს.
შეკითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- რუსეთი - 89%
- თურქეთი - 11%
- აშშ - 6%
- სომხეთი - 4%
- აზერბაიჯანი - 3%
- ირანი - 3%
- ჩინეთი - 2%
- ევროკავშირის - 1%
- უკრაინა - 1%
- დიდი ბრიტანეთი - 1%-ზე ნაკლები
- არცერთი - 1%
- არ უპასუხია/არ იცის - 4%
ამას გარდა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.