Deena

ქართველმა არტისტმა DEENA სადებიუტო ალბომი გამოუშვა

Youtube

ქართველმა მუსიკალურმა არტისტმა ელენე გიგანმა იგივე  Deena-მ სადებიუტო ალბომი Low Love გამოუშვა. 

ინგლისურენოვანი ალბომი არენბისა და პოპის სტილში, ჰიპ-ჰოპის ელემენტებით არის ჩაწერილი. ალბომის პროდიუსერია ნიკა ფასური, რომელიც ჰიპ-ჰოპ კოლექტივ MoonG-ის პროდიუსერიც არის. ალბომის მთავაარი სიმღერა Low Love ასევე MoonG-ის ერთ-ერთ წევრთან თენგო მჟავიასთან(10G) ერთად არის ჩაწერილი. Low Love ლეიბლ Didube Records-ზე ჩაიწერა და გამოიცა.

Low Love-ის მოსმენა მუსიკალურ პლატფორმებზე Spotify, Itunes, Apple Music, Napster არის შესაძლებელი.

კომენტარები