ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, ყველა მსურველისთვის 1 დეკემბრამდე იქნება უფასო.
უწყების ინფორმაციით, ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვირუსები, რომლებიც ქვეყანაში ახლა ცირკულირებს, არის ვირუსები, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებდა, - "განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის". - ამბობს თამარ გაბუნია.