გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა ორგანომ ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის საკითხებს გამოიძიებს.
კანონპროექტს მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა, 6 მის წინააღმდეგ წავიდა, 16-მა მონაწილემ კი თავი შეიკავა.
"ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენება უნდა დასრულდეს". – აღნიშნა ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ თიურქმა მიმართვაში.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მათ შორის, 40-ზე მეტი ბავშვი, დაახლოებით 14,000 ადამიანი კი დააკავეს.
პარალელურად, ჟენევის შეხვედრაზე თეირანის წარმომადგენელმა, ხადიჯე კარიმმა დასავლეთის სახელმწიფოები უფლებათა საბჭოს ირანის წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა და მან ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას “შემაძრწუნებელი და სამარცხვინო” უწოდა.