ინგლისისა და ირანის მატჩზე მისული ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილი თამაშზე არ შეუშვეს. მიზეზი ჯვაროსნების კოსტიუმები გახდა.
ჯვაროსნებად გამოწყობილი ინგლისელი გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის არახალია, თუმცა სტადიონის მესვეურებმა მსგავსი ჩაცმულობა "მუსლიმთა შეურაცხყოფად" მიიჩნიეს.
FIFA-მ მხარი დაუჭირა ინგლისელების არ შეშვების გადაწყვეტილებას და გულშემატკივრებს მოუწოდა მსგავსი კოსტიუმებით მომდევნო მატჩებზე აღარ მოვიდნენ, ვინაიდან ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით არაბულ ქვეყანაში მსგავსი ჩაცმულობა ბევრისთვის შეურაცხმყოფელია.
"ჩვენ ყველა ჩემპიონატზე დავდივართ მსგავსი კოსტიუმებით. აქამდე პრობლემა არასად შეგვქმნია. FIFA ვერ ითვალისწინებს ერთ რამეს, ჩვენ, გულშემატკივრები ვართ ფეხბურთ და არა ტურნირების ორგანიზატორი ჩინოვნიკები". – ამბობს ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ფანი.