ჰოლივუდი

"მიყვარხარ და მენატრები" – ვინ დიზელი პოლ უოკერს იხსენებს

Deadline

ვინ დიზელმა 9 წლის წინ გარდაცვლილ მეგობარსა და კოლეგას, პოლ უოკერს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

"9 წელი... მიყვარხარ და მენატრები". – წერს ფორსაჟის ვარსკვლავი.

პოსტს გამოეხმაურა უოკერის ქალიშვილი და დიზელის ნათლული მედოუ უოკერი: 

"ოჯახი სამუდამოდ, ძალიან ძალიან მიყვარხარ".

დიზელმა და უოკერმა ერთმანეთი 2001 წელს ფორსაჟის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მსახიობები ეკრანს მიღმაც ახლო მეგობრები იყვნენ.

2013 წელს პოლ უოკერი 40 წლის ასაკში ავარიაში დაიღუპა, საჭესთან მისი მეგობარი იჯდა, რომელიც ასევე გარდაიცვალა. პოლიციის თქმით მძღოლი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და მანქანა ვერ დაიმორჩილა. 

"სიტყვები არ მყოფნის, ძალიან მომენატრები ძმაო". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა დიზელი მეგობრის გარდაცვალებას.

კომენტარები