5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
მათივე ცნობით, 6 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.