მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მელია ჯაფარიძეზე: უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ზნედაცემულთან გაქვს საქმე

"მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე" - ამას ამბობს „ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!

ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე.

მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ...

ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა!

ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ივანიშვილის დეპუტატს, ვიქტროს ჯაფარიძეს, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პარლამენტის სესიაზე თქვა - "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ!"

კომენტარები