სინიშა მიჰაილოვიჩი

53 წლის ასაკში სერბი ფეხბურთელი და მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი გარდაიცვალა

53 წლის ასაკში ცნობილი სერბი ფეხბურთელი და მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

სინიშა მიჰაილოვიჩი რამდენიმე წლის განმავლობაში ლეიკემიას ებრძოდა. 2019 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ ეს დაავადება ჰქონდა. ქიმიოთერაპიის 3 კურსის შემდეგ, მიჰაილოვიჩს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა.

კარიერის განმავლობაში, სინიშა მიჰაილოვიჩს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა: რომა, ინტერი, ლაციო და სამპდორია. იტალიის სერია ა-ში მან ყველა დროის რეკორდი დაამყარა და ჯარიმით 28 გოლის გატანა მოახერხა. მაშინდელ იუგოსლავიის ნაკრებში კი სინიშამ 63 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, 2000-ში კი ევროპის ჩემპიონატზე.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, მიჰაილოვიჩი სხვადასხვა დროს ისეთ კლუბებს წვრთნიდა, როგორებიცაა: მილანი, სპორტინგი, ბოლონია და სხვა. 2012-2013 წლებში კი ის სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 

სინიშა მიჰაილოვიჩს სხვადასხვა დროს არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის: იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას სუპერთასი.

კომენტარები