მთავრობის პროპაგანდისტული მედია იმედის დაკვეთით GORBI-მ კვლევა ჩაატარა. ხელისუფლების კვლევით, ხელისუფლების ომში ჩაურევლობის პოლიტიკას მოსახლეობის 81% ემხრობა.
იმედისა და GORBI-ს ცნობით, კითხვაზე, ემხრობა თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას "არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში", პასუხები ასე გადანაწილდა:
- ვემხრობი - 81%
- არ ვემხრობი - 16%
- არ ვიცი - 3%
რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, მთავრობის პროპაგანდისტული მედიის დაკვეთით ჩატარებული კვლევით, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 52%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 23%
- ლელო - 3%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 3%
- პატრიოტთა ალიანსი - 3%
- ევროპული საქართველო - 3%
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 3%
- გირჩი - 2%
- მოქალაქეები - 2%
- ლეიბორისტული პარტია - 1%
- საქართველოსთვის - 1%
- სხვა - 4%
ამავე კვლევის მიხედვით, 51% ამბობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით უსამართლო იყო. 35%-ის აზრით, გადაწყვეტილება სამართლიანია, არ იცის ან პასუხის გაცემაზე უარს ამბობს 14%.
სამთავრობო მედიის ცნობით, მოსახლეობის 46% ივანიშვილის დეპუტატების, ხალხის ძალის წევრების მოსაზრებებს ეთანხმება. 45% მათ არ ეთანხმება, არ იცის ან პასუხის გაცემაზე უარს 9% ამბობს.
იმედის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი, საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა, კვლევის ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5 %-ია.