რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას მეტი სულისკვეთებით მოქმედებას სთხოვს

Sputnik/Russian Presidential Press Office

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა იარაღის წარმოების ცენტრში, ტულაში ვიზიტისას ხელმძღვანელებს მეტი მონდომებით მუშაობისკენ მოუწოდა, რათა უკრაინაში საბრძოლველად რუსეთის არმიისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება უზრუნველყონ. 

“ჩვენი სამხედრო ინდუსტრიის უმთავრესი ამოცანაა ყველანაირად უზრუნველყოს ჩვენი ქვედანაყოფები და ფრონტის წინა ხაზი უმოკლეს დროში შესაფერისი ხარისხის იარაღით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და საჭირო ხელსაწყოებით. ასევე მნიშვნელოვანია, უკვე მიღებული საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინება. სამომავლოდ მასზე დაფუძნებით უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი მებრძოლების იარაღის ტექნიკური შესაძლებლობები. ” - თქვა პუტინმა.  

ეს უკვე მსგავსი ტიპის მეორე რეპლიკაა, რომელიც პუტინმა ამ კვირის განმავლობაში გააკეთა. მანამდე მან აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ უნდა ისწავლოს უკრაინაში დაშვებულ თავის შეცდომებზე და გამოასწოროს ისინი. მისივე თქმით, თავად მზად არის ამისთვის ყველაფერი გააკეთოს.  

კომენტარები