სანდრო გირგვლიანის საქმე

დუმბაძე: გირგვლიანი მორალურად იმ სუფრასთან არ იყო მართალი, მოკლული არაა, გაიქცა და გაიყინა

მე გირგვლიანის მიტინგებში მონაწილეობას არ ვღებულობდი მორალური თვალსაზრისით, ირინა ენუქიძეს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც... იმიტომ, რომ ჩემთან ზის ადამიანი, მესამე პიროვნება მოდის და ერევა ჩვენს ურთიერთობაში, რა არის, რა წესია, აი, მორალურად ვილაპარაკოთ...

არა, [ამისთვის] არ უნდა მოკლა და არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს... მორალურად, გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი მორალურად მართლები იყვნენ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამის თქმა მინდა, ამას ამბობს მეორე მხარე.

ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა. ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი. ამას ამბობს მურუსიძე, ასე თქვა მურუსიძემ მაშინ, 2006 წელს მურუსიძე იყო საქმის გამრჩევი და დღესაც ეს გვყავს სასამართლო სისტემის მეუფედ.

გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას წევრი, მურმან დუმბაძე ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში.

კომენტარები