ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე უკეთესი დღეს არაფერი არსებობს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც ჩვენ ე.წ. ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, აბსოლუტურად კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს, რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს, ახლა მე გეკითხებით თქვენ, ეს ნორმალურია?! ეს ლექსიკა, ეს მიდგომები ნორმალურია?! ეს ლექსიკა, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულებები ნორმალურად მიგაჩნიათ?! ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები?! ასე გვინდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა?!
საქართველო-ევროკავშირი
კალაძე: წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რა არის ევროპა
tbl.ge/6861
დაკოპირდა
ამბობს კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე საუბრისას.
კახა კალაძეთბილისის საკრებულომიხეილ სააკაშვილიევროპარლამენტარებიკანდიდატის სტატუსისაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია