მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 იანვრამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე ჩანიშნული პროცესი, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს უნდა გამართულიყო, 2023 წლის 9 იანვრამდე გადაიდო. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამის მიზეზად მას ის დაუსახელეს, რომ მოსამართლე, გიორგი არევაძე სხვა საქმეზე გავიდა სათათბიროდ.

"როგორც დღეს მოსამართლის თანაშემწემ მითხრა, რაღაც გახმაურებულ და რეზონანსულ ერთ-ერთ საქმეზე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავიდა. აღნიშნულ საქმეზე ის გადაწყვეტილებას 9 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს, 12:00 საათზე კი მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩაინიშნა". - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

სასამართლო სხდომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე მიმდინარეობს.

კომენტარები