პრეზიდენტის საახალწლო მიმართვა

ერი, რომელიც ერთად მუშაობს, წარმოადგენს უზარმაზარ ძალას – ფინეთის პრეზიდენტის სიტყვა

“თუ რუსეთს სჯეროდა, რომ მასიური საფრთხე სწრაფად დააჩოქებდა უკრაინას, მან სერიოზული შეცდომა დაუშვა. ამ მხრივ, დიდი მსგავსებაა რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ზამთრის ომს შორის. როგორც დღევანდელი რუსეთი, საბჭოთა კავშირიც ვარაუდობდა, რომ ისინი ორ კვირაში ჰელსინკში შევიდოდნენ. როგორც ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა ვერ გაითვალისწინეს მნიშვნელოვანი ფაქტორი -  ის, რომ თავისუფალ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ საკუთარი ნება და რწმენა. ერი, რომელიც ერთად მუშაობს, წარმოადგენს უზარმაზარ ძალას.

[...] რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი შეცდომა იყო იმის დაჯერება, რომ ევროპული ან დასავლური მხდარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ შენელდებოდა. სინამდვილეში, პირიქით მოხდა. ჩვენ უკრაინელების პრობლემა საკუთარ პრობლემად მივიღეთ, უკრაინელების საქმე ჩვენს საქმედ ვაქციეთ. დასავლეთიდან უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ ძლიერდება.

თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინელი ხალხის ტანჯვის დასასრულებლად, მშვიდობაზეც უნდა ვისაუბროთ. უკრაინაში ომი გრძელდება. იღუპებიან ადამიანები, გრძელდერბა მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა. ქვეყანას და მოსახლეობას გამოუსწორებელი მატერიალური და არამატერიალური ზარალი მიადგა”.

თქვა ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიისტომ საახალწლო მიმართვისას. 

 

კომენტარები