მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელის, მარტინა ნავრატილოვას თქმით, მას ყელისა და მკერდის კიბო დაუდგინეს.
"სასურველი შედეგის იმედი მაქვს. რაღაც ხანს უსიამოვნო იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ". – აღნიშნა ნავრატილოვამ ქალთა ჩოგბურთის ასოციაციასთან საუბრისას.
ჩეხეთში დაბადებულ ნავრატილოვას, რომელიც აშშ-ს მოქალაქე 1981 წელს გახდა, მკერდის კიბოს დიაგნოზი 2010 წელსაც დაუსვეს, რომელიც წარმატებით დაამარცხა.
ნავრატილოვამ ერთეულებსა და წყვილებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის, დიდი სლემის 59 ტიტული აქვს მოგებული. იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგნად ითვლება.