ირანი

პაპი ფრანცისკე ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ სასიკვდილო სასჯელის გამოყენებას გმობს

9 იანვარს პაპმა ფრანცისკემ ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ირანელი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასიკვდილო სასჯელის გამოყენება დაგმო

„სიცოცხლის უფლება ილახება იქაც, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ გრძელდება, როგორც ეს ახლა ხდება ირანში. დემონსტრანტები ქალების ღირსების პატივისცემას ითხოვენ“. - თქვა პაპმა.

პაპმა ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის სიკვდილით დასჯა ყოველთვის დაუშვებელია, რადგან ეს არღვევს პიროვნების ღირსებას და არ წარმოადგენს შემაკავებელ ფაქტორს, არამედ პირიქით, მხოლოდ შურისძიების წყურვილს აღძრავს.

პაპის კომენტარი, რომელიც ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებთან ყოველწლიური გამოსვლისას გააკეთა, ყველაზე მკაფიო იყო მას შემდეგ, რაც ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო. გამოსვლები სექტემებერში, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა.

კომენტარები