ამ დრომდე უცნობია 30-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა შენობაში იმყოფებოდნენ ტერორისტების მიერ გასროლილი რაკეტის დარტყმის დროს. ნანგრევებიდან ათობით ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, მათ შორის ექვსი ბავშვის. ჩვენ თითოეული ადამიანისთვის ვიბრძვით და სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი შანსი მაინც იქნება სიცოცხლის გადარჩენის.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ზელენსკი დნიპროზე: უცნობია 30-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა შენობაში იყვნენ
tbl.ge/68nl
დაკოპირდა
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსულმა ძალებმა დნიპრო 14 იანვარს დაბომბეს, თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა კორპუსის ერთი ნაწილი. ოკუპანტებმა Х-22 ტიპის რაკეტა გამოიყენეს. დღევანდელი მონაცემებით დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზრდა, მათ შორის ერთი ბავშვია. თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დაშავდა.
ამავე თემაზე
- უკრაინა: 7 რეგიონში ოკუპანტების 29 დრონიდან 28 ჩამოვაგდეთ
- Bild: გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
- უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი "კოვროვეცი"
- უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი
- ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა