დღეს ბოლომდე არ მესმის, ვის უნდა ველაპარაკოთ და რაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელიც ზოგჯერ ჩნდება მწვანე ფონზე, ნამდვილად ის არის. მე ბოლომდე არ მესმის, რომ ის ცოცხალია, გადაწყვეტილებებს ის იღებს, ან საერთოდ ვინ იღებს იქ გადაწყვეტილებებს. რომელ პირთა წრე? მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. ბოლომდე არ მესმის, როგორ შეიძლება, ევროპელ ლიდერებს დაჰპირდე ერთს, მეორე დღეს კი სახელმწიფოში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო. უბრალოდ, ბოლომდე ვერ ვიგებ ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ვამბობთ "მშვიდობიანი მოლაპარაკებები" – ბოლომდე არ მესმის ვისთან. როდესაც მე თქვენთან ვურთიერთობ – თქვენ ზუსტად იცით ვინ ვარ მე და მეც ზუსტად ვიცი ვინ ხართ თქვენ. ჩვენი ცხოვრების მოწმეები არსებობენ. მაშინაც კი, როდესაც სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობთ, კონსესუსის მიღწევა შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ რუსეთმა თავდაპირველად "ვინმე" უნდა იპოვეს და შემდეგ შემოგვთავაზოს "რაიმე"
tbl.ge/68si
დაკოპირდა
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას.
ამავე თემაზე
- უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი "კოვროვეცი"
- უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი
- ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა
- NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს
- კრასნოდარის ობიექტებს დრონებით დაარტყეს, რუსების მტკიცებით, 102 დრონი გაანადგურეს