რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"გადაწყვეტილია, რომ მალე უკრაინას ვეწვევი" – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

ბორის პისტორიუსი

გერმანული მედიის, Bild am Sonntag-ის ცნობით, გერმანიის ახალი თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

"გადაწყვეტილია, რომ მალე უკრაინას ვეწვევი. სავარაუდოდ, ეს მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება". - თქვა პისტორიუსმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში. 

რამშტაინის სამიტზე დასავლეთის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის  Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე. სამიტზე გერმანიამ კიდევ  ერთხელ დაადასტურა, რომ ის ტანკების მიწოდებას იმ შემთხვევაში დააჩქარებს, თუ პარტნიორებს შორის კონსენსუსი მიიღწევა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსენსუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით პისტორიუსმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში თქვა:

"ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სთან დიალოგში ვიმყოფებით".


ქვემო საქსონიის შტატის სოციალ-დემოკრატი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბორის პისტორიუსი გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიებში გავრცელდა.

ბორის პისტორიუსი ქვემო საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 9 წელი იკავებდა. 2013 წლის შემდეგ, პისტორიუსი მუშაობა შიდა უსაფრთხოების, კიბერდანაშაულისა და მიგრაციის მიმართულებით. 

კომენტარები