Spotify

Spotify თანამშრომლების გათავისუფლებას გეგმავს

ხარჯების შემცირების მიზნით, Spotify თანამშრომლების გათავისუფლებას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს კომპანიას.

მე-3 კვარტლის ანგარიშის თანახმად, ამ ეტაპზე Spotify-ს 9 800-მდე დასაქმებული ჰყავს. ოქტომბერში Gimlet Media და Parcast პოდკასტის სტუდიებიდან ტექნიკურმა კომპანიამ 38 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა. 

ტექნიკურმა კომპანიებმა თანამშრომლების რაოდენობა პანდემიის დროს გაზარდეს, თუმცა ამ ეტაპზე ისინი იძულებულები არიან, სარეკლამო შემოსავლების შემცირებისა და მერყევი ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, შეამცირონ მათი რაოდენობა. 

Amazon.com, Meta და Microsoft Corp ის უმსხვილესი კომპანიებია, რომლებმაც ბოლო დროს პერსონალის შემცირებასთან დაკავშირებული სიახლეები გაავრცელეს. ხოლო Google-ის მშობელი კომპანია, Alphabet Inc (GOOGL.O), დაახლოებით, 12 000 ადამიანს, ანუ კომპანიის მუშახელის 6%-ს, ათავისუფლებს.

კომპანიის აქციები დღეს ნიუ-იორკში დილის ვაჭრობაში 3.9%-ით გაიზარდა, თუმცა საერთო ჯამში, 2021 წლის ბოლოდან მისი აქციები 58%-ით გაუფასურდა. 

Spotify-ის წარმომადგენლები შემცირებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

კომენტარები