რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ღამის განმავლობაში ოკუპანტების მიერ გაშვებული 24-ვე დრონი ჩამოაგდეს

Unian

უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 24-ვე ირანული დრონი - Shahed136/131 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს

რუსმა ოკუპანტებმა ირანული დრონები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონების უმრავლესობა ქვეყნის ცენტრში, საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გაანადგურეს.  

ოთხშაბათს, 25 იანვარს, 21:30 საათიდან უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანული დრონების "მნიშვნელოვანი რაოდენობა" ჩამოაგდეს ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, ასევე, ერთი დრონი გაანადგურეს ნიკოლაევის ოლქში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რომ კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა. 

კომენტარები