მკვლელობა

მარტყოფში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მარტყოფში 34 წლის მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან მოხდა. როგორც დაღუპულის მეგობარი TV პირველთან საუბარში აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცს 5 ტყვია ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები